15:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 19:46:19, 968 ნახვა

სამხედრო
იმერლიშვილი: ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე, ქართულ მხარეს ინფორმაცია არ მიუღია

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში  ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართელი სამხედროების მონაწილეობაზე ქართულ მხარეს ინფორმაცია არ მიუღია.

მისივე თქმით, საფრანგეთში ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ქართველი სამხედრო იმყოფება.

 „ძირითადი კონტიგენტი იქიდან  მარტში გამოვიდა. ახლა იქ მხოლოდ 5 სამხედრო პირია დარჩენილი.  რაც შეეხება ამ ფაქტს, ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია ნამდვილად. დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. იმედი მაქვს, ქართველი ჯარისკაცების ამ ფაქტში მონაწილეობა არ დადასტურდება. თუმცა, თუ ქართული მხარე რაიმე შეტყობინებას მიიღებს, ჩვენც აუცილებლად ჩავერთვებით საერთაშორისო გამოძიებაში“, – აღნიშნა იმერლიშვილმა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით,  ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics