2015-04-17 18:36:00, 807 ნახვა
სამართალი
სალომე ჯორბენაძის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის, 19 წლის სალომე ჯორბენაძის, მკვლელობაში ბრალდებულ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ყოფილ თანამშრომელ სერგი საცერაძეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტახნის წინ გამოცხადა.
სერგი საცერაძემ პროცესზე მეუღლის მკვლელობა აღიარა და გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სერგი საცერაძეს პატიმრობაში გატარებული დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისთვის სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან.
მოკლული გოგონას ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ისინი ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვდნენ.
სალომე ჯორბენაძე მეუღლემ 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში მდებარე პარკში სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან