2017-02-24 17:59:49, 1056 ნახვა
რეგიონი
საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმირებისათვის შეხვედრები გრძელდება
საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებისათვის შეხვედრები გრძელდება.
ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მეჯვრისხევის და ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა იყო.
ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო და კონკურსი "გამოხატე ევროპა" დაანონსდა. შეხვედრებს ადგილობრივი მოსახლეობა, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან