10:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 17:58:58, 548 ნახვა

საზოგადოება
„ავერსის“ და „ავერსის კლინიკის“ ორგანიზებით, თიანეთში საქველმოქმედო აქცია ეწყობა

„ავერსის კლინიკის“ და „ავერსის“ ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების სერია გრძელდება. 

1 მარტს  „ავერსის კლინიკის“ ექიმებისა და „ავერსის“ ორგანიზებით, თიანეთის რაიონის    მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევა გასინჯვა ეწყობა.

„ავერსის კლინიკის“ ექიმების მიერ თიანეთის რაიონში მცხოვრებ,  კერძოდ საყდრიონის, ხევსურთსოფლის და დევენაანთ ხევის  მოსახლეობას ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური,  ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

„ავერსი“,  ტრადიციულად  აქციაში მონაწილე ყველა მოსახლეს პირველადი დახმარების 17 დასახელების მედიკამენტებს გადასცემს.

„ავერსი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია.  ამ რაიონში ცხოვრობენ საკმაოდ ხანდაზმული, 100 წელს გადაცილებული ადამიანები და ამ ადამიანების განსაკუთრებით ესაჭიროებათ სამედიცინო მხარდაჭერა.  მსგავსი ტიპის აქციები ტრადიციაა და მომავალშიც  კვლავ გაგრძელდება“, - აცხადებენ „ავერსში“.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის აქციები უკვე გაიმართა ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის რაიონში, ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში. აქციის ფარგლებში 50 000 ლარზე მეტი ღირებულების  მედიკამენტი გაიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics