23:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 12:56:40, 932 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება, ეს მძიმე შოკის დროსაც დაგვიმტკიცებია

 „ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება, ეს გაცილებით უფრო მძიმე შოკის დროსაც  დაკვიმტკიცებია“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით,  ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანმიმდევრულად იმუშავებს.
„არ ვიცი, გუშინ გავრცელებული განცხადების მოტივი რა იყო, რას უკავშირდებოდა, მაგრამ, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ ვაგრძელებდით მუშაობას ისე, როგორც ვმუშაობდით მანამდე, ვიქნებით ძალიან თანმიმდევრულები, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა ვუზრუნველყოთ. ამ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, გაცილებით უფრო მძიმე შოკის დროს“, – აღნიშნა ქადაგიძემ.  
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეროვნული ვალუტის კრიზისამდე მიყვანაში გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა.  
„„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო.  ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics