17:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 11:41:12, 1078 ნახვა

კომენტარი
ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიტველი ხალხის სახელით საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა.

როგორც ლიტვის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლური ერების საზოგადოებისკენ მიმავალი გრძელი გზა გაიარა.

"საერთო ღირებულებებმა, თავისუფლების სიყვარულმა და დემოკრატიულმა არჩევანმა გადააქცია საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად.

ლიტვა გააგრძელებს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საქართველოს მჭიდრო კავშირების აქტიურ მხარდაჭერას. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას ერთიანობას და კონსოლიდაციას თავისი არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, რაც წარმატებულ უსაფრთხო ევროპული სახელმწიფოს შენებას გულისხმობს”, - ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის განცხადებაში.

დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს წარმატება, კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics