2025-10-20 00:07:31, 1100 ნახვა
სამართალი
პოლიციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათთვის ოქმების შედგენა დაიწყო
რამდენიმე წუთის წინ "ოცნების" პოლიციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათთვის ოქმების შედგენა დაიწყო.
ცნობილია, რომ მათ, პირბადის ტარებისთვის, ოქმი შეუდგინეს აფხაზეთიდან დევნილ მოხუცებულ აზა ადამიას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, მიხეილ ზაქარეიშვილს.
ზაქარეიშვილის თქმით, მან დღეს პირბადე პროტესტის ნიშნად გაიკეთა.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა 20:00 საათის შედეგ სავალი ნაწილი გადაკეტეს. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეები მოთხოვნა არ შეასრულეს.
პოლიცია მსგავს ღონისძიებებს ატარებს მას შემდეგ, რაც შეკრებებისა და მანიფესტაციებითან დაკავშირებით კანონმდებლობა გამკაცრდა.
დღეს ამავე საფუძვლებზე "ოცნების" შსს-მ 14 ადამიანი დააკავა.
მათივე განცახდებით, კიდევ 13-ის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,