2015-02-17 13:31:00, 743 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს თებერვლის ბოლოს, პრაღაში შეხვდებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ოფიციელურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 16 თებერვალს კარასინსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა შეხვედრის დეტალები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრაქტიკული საკითხები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინის და ზურაბ აბაშიძის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შედგა. 2013-2014 წლებში პრაღაში მხარეები 7-ჯერ შეხვდნენ, სადაც ორი ქვეყნის ეკონომიკური-კულტურული ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან