15:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-21 08:18:44, 1051 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთის საგარეო მინისტრი რუსეთის სააღდგომო ზავზე - ეს იგივეა, რომ შიმშილობა გამოაცხადო და ფარულად ტკბილეული ჭამო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ტკბილეულის ჭამას ადარებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ეს იგივეა, რომ საუზმესა და სადილს შორის შიმშილობა გამოაცხადო და შემდეგ ფარულად ტკბილეულის ჭამა განაგრძო“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

მისი თქმით, გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსეთი სროლას და თავდასხმებს აგრძელებდა.

„ამიტომ, ამგვარად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უფრო მედია ტრიუკია, ვიდრე რეალობა“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

მისი თქმით, რუსეთს რომ ომი არ სურდეს, არასდროს დაიწყებდა მას.

„ამიტომ, ახლა ერთადერთი შანსია, რომ უკრაინამ წარმატებით დაიცვას თავი, რათა რუსეთმა სამხედრო საშუალებებით ვერ მიაღწიოს თავის მიზნებს“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics