19:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 13:58:09, 1251 ნახვა

სპორტი
აგულაშვილის შეფასებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნა, პარლამენტის როლის დაკნინება იქნება

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნით, პარლამენტის  როლისა და ფუნქციის დაკნინება მოხდება. როგორც აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის  ძირითადი ფუნქცია სწორედ ისაა, რომ მთავრობის საქმიანობა აკონტროლოს და დამატებითი ფუნქციის შეძენა საჭირო არაა.

„უცნაურია ასეთი ტიპის განცხადება, რადგან პარლამენტის ძირითადი ფუნქცია არის, რომ აკონტროლოს მთავრობა, მისი საქმიანობა, რისი ბევრი ბერკეტიც გააჩნია მას. მათ შორის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში აქტიური ჩართულობა, ყოველკვარტალური განხილვები და ა.შ. მე მგონია, რომ დამატებით პარლამენტმა შეიძინოს რაიმე ფუნქცია ამ ტიპის კომიტეტის შექმნით, მისი როლისა და ფუნქციის დაკნინება გამოვა. ასე, რომ ვერანაირ ობიექტურ საფუძველს ვერ ვხედავ საამისოდ”,-განაცხადა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის ინიციატივით, "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics