21:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 11:38:27, 1616 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: მინდია ჯანელიძე აქტიურად მუშაობს და დიდ წარმატებას მიაღწევს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის შესაძლო გადადგომის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მინდია ჯანელიძე ახალ პოზიციაზე მუშაობას აქტიურად შეუდგა და წარმატებასაც მიაღწევს.
"პირველ რიგში არანაირი მსგავსი ინფორმაცია რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებით არ გამაჩნია. მინდია ჯანელიძე ძალიან აქტიურად შეუდგა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობას და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics