12:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 18:54:03, 660 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე თავის ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ და მაიკლ ფელონმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, თავდაცვის სფეროში საქართველოს და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალები და ამ პროცესში ოფიციალური ლონდონის აქტიური ჩართვის საკითხი.

მინდია ჯანელიძემ ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ერთერთ წამყვან როლს შეასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics