16:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 11:56:06, 1996 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ლიცენზირების სისტემები გადაეცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ესტონური კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოაწერა.

„მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო პარტნიორებს, ესტონურ და ამერიკულ მხარეს „სტარტლინკის'' პროგრამის განხორციელებისა და საქართველოსთვის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. ელექტრონული ლიცენზირების სისტემების პროგრამის ამოქმედების მიზნით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომლები ესტონურ კომპანია SpinTek-ის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს რეგულარულად მართავდნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კი, ესტონური მხარე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის სისტემების გატესტვასა და სისტემის მომხმარებლისა და IT პერსონალის ტრენინგს უზრუნველყოფს. ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა ,,სტარტლინკი'' გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას“,- აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics