07:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 15:06:57, 702 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება: ბერუჩაშვილის განცხადება ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადება, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერებაზე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია იყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, ბერუჩაშვილის მხრიდან საუბარი  კარასინი-აბაშიძის დიალოგის შეჩერებაზე იყო.

„ეს იყო რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, აქ საუბარი იყო მინისტრის მხრიდან კარასინი-აბაშიძის დიალოგის შეჩერებაზე და არა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერებაზე, შესაბამისად ჟურნალისტის მიერ, ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მარი ნარჩემაშვილმა.

როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, ბერუჩაშვილმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ „ქართული მხარე რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს დროებით აჩერებს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics