2019-09-04 16:22:02, 16263 ნახვა
High - Tech
მეცნიერებმა მიაკვლიეს გენს, რომელიც აივ უჯრედების მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს
მადრიდში მდებარე კარლოს III სახელობის კვლევით ინსტიტუტში მეცნიერებმა ისეთ გენურ მუტაციას მიაკვლიეს, რომლის მატარებლებს აივ ინფექციის მიმართ იმუნიტეტი გააჩნიათ. იგივე გენი კუნთოვანი დისტროფიის ერთ-ერთ ფორმაზეა პასუხისმგებელი. ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც იშვიათი გენური ანომალია აღენიშნებათ , აივ-ინფექციის მიმართ მდგრად იმუნიტეტს ფლობენ. ვირუსოლოგები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა მათ ვირუსის მკურნალობისთვის ახალი მეთოდების მოძიებაში დაეხმარებათ.
მეცნიერებმა 23 დონორის სისხლის ანალიზში აივ ინფექცია ხელოვნურად შეიყვანეს, შემდეგ კი შედეგები შეისწავლეს, ყოველ პაციენტს კუნთოვანი დისტროფიის ფორმა ჰქონდა განვითარებული. დისტროფიის ერთ-ერთი ფორმის მფლობელის ნიმუშში ვირუსი არ გამრავლებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,