2015-03-19 11:47:59, 4127 ნახვა
კულტურა
"თიბისი გალერეა“ მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
"თიბისი გალერეა" დღეს, 19:00 საათზე, მერაბ აბრამიშვილის პერსონალურ გამოფენას - „უცნობი მერაბ აბრამიშვილი“ უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ადრეული ნამუშევრები: ორი გრაფიკული სერია „ ამირანის ეპოსი“, და „ალავერდობა“; პორტრეტები, კომპოზიციები და ადრეული ფერწერული ტილოები.
ნამუშევრები "თიბისი გალერეამ" მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციიდან შეარჩია. გამოფენის ორგანიზატორთა სურვილი იყო, საზოგადოება ახალგაზრდა მხატვრის ძიების ადრეულ პერიოდს გაცნობოდა - ექსპოზიცია იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა მერაბ აბრამიშვილის შემოქმედებითი გზა.
ცნობისთის, 16 მარტს მერაბ აბრამიშვილს 58 წელი შეუსრულდებოდა. ექსპოზიცია "თიბისი გალერეამ" მის იუბილეს მიუძღვნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან