2015-01-07 16:05:42, 1135 ნახვა
საზოგადოება
ვოლსკი ეპისტოლეს იმ ნაწილს ეთანხმება, სადაც ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად სამუშაო ადგილების შექმნაზეა საუბარი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, პატრიარქის საშობაო ეპისტოლის იმ ნაწილს, სადაც პატრიარქი მომატებულ ძალადობაზე საუბრობს და პრობლემის გადასაჭრელად სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს, ეთანხმება.
როგორც ვოლსკიმ თემის კომენტირებისას ჟურნალიტებს განუცხადა, ნებისმიერი მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, რათა ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს.
„ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ნებისმიერი მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, რათა რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს და ამისათვის შესაბამისად მშვიდი გარემო უნდა შექმნას“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან