2015-02-15 18:54:03, 1648 ნახვა
კომენტარი
პეტრიაშვილი: უკრაინა-საქართველოს შორის მტკიცე ურთიერთობები არ უნდა განელდეს
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება.
პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის მტკიცე ურთიერთობები არსებობს, რაც არუნდა განელდეს.
მისივე განმარტებით, მთავრობამ გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა იჩქაროს.
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალიან სერიოზული სიფრთხილით მოეკიდონ ამგვარ ფაქტებს. ქვეყნებს შორის არსებობს მტკიცე ურთიერთობები და არ უნდა მოხდეს მათი განელება ან დაკარგვა. რეალურად გარკვეული უხერხულობები იქმნება, მაგრამ აუცილებელია ყველაზე მაღალ საზომად ხალხთა შორის ურთიერთობები დავაყენოთ,"- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან