2015-09-14 13:53:30, 1634 ნახვა
რეგიონი
ფოთის მერი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით N 3 საბავშვო ბაღს სტუმრობდა
ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელი მარგო ჯანიაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით N 3 საბავშვო ბაღს სტუმროდნენ.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ხელმძღვანელებმა ბავშვებს, აღმზრდელებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ამჟამად N 7 საბავშვო ბაღის შენობისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ფოთის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია N 5 და N 8 საბავშვი ბაღების რეაბილიტაცია.
ახალი სასწავლო წლისათვის ფოთის 15 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში 2030 აღსაზრდელი ირიცხება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან