21:10 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 17:17:15, 1320 ნახვა

ეკონომიკა
გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი ამოქმედდა

გუდაურში პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი ამოქმედდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა და მას მასპინძლობა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაუწია.

სერგეენკოს განმარტებით, ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე მსგავსი სამედიცინო პუნქტი აქამდე არ არსებობდა,  შესაბამისად, პირველადი  დახმარების აღმოსაჩენად, ტრამვირებული დამსვენებლები თბილისში გადაჰყავდათ.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სამედიცინო პუნქტის დათვალიერებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  გუდაურში სტუმრები მშვიდად დაისვენებენ  და  მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმრების გაწევა პრობლემა აღარ იქნება.

“ჩვენ ვიზრუნეთ იმაზე, რომ გუდაურში აშენებულიყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი,  რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უამრავი ტურისტი სრიალებს და ბევრი ბავშვი ვარჯიშობს და წლების განმავლობაში მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმრების გაწევა პრობლემად რჩებოდა,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, სამედიცინო ცენტრში პირველადი დახმარების აღმოჩენასთან ერთად, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics