12:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 12:15:39, 2746 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად პუერტორიკოელი მოდელი დასახელდა

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად პუერტორიკოელი მოდელი დასახელდა. "მის მსოფლიო 2016"-ის ტიტული 19 წლის სტეფანი დელ ვალლემ მოიპოვა. მოდელი 100-ზე მეტი ქვეყნის მოდელს შორის ამოარჩიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, კონკურსში მეორე და მესამე ადგილები დომინიკის რესპუბლიკისა და ინდონეზიის წარმომადგენლებმა დაიკავეს. პირველ ხუთეულში მოხვდნენ ასევე კენიელი და ფილიპინელი კონკურსანტები.

2016 წლის "მის მსოფლიოს" გვირგვინი გასული წლის გამარჯვებულმა, ესპანელმა მირეია ლალაგუნამ გადასცა. 

შეგახსენებთ, რომ "მის მსოფლიო"  სილამაზის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. პირველად კონკურსი 1951 წელს დიდ ბრიტანეთში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics