|
2016-05-30 17:01:17, 943 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ძაბირაძე: ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, მას ანალიტიკა უნდა შემოეთავაზებინა და არა მიმოხილვა
პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს წერილში ახალი არაფერი უთქვამს. როგორც მან „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ელოდა რომ წერილი უფრო ანალიტიკური იქნებოდა და არა მიმოხილვითი. მისივე შეფასებით, ახალი ივანიშვილს არც მიმართულებით უთქვამს, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ისაა, ეს ისედაც ნათელი იყო. ამასთან, პოლიტოლოგი ივანიშვილს ურჩევს, მოსახლეობას მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით არ მიმართოს და მას უშუალოდ შეხვდეს, რათა რეალობის აღქმა ჰქონდეს. იმ რეალობის, რომელიც 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. „როდესაც ივანიშვილმა დაანონონსა, რომ წერილს გამოაქვეყნებდა ამან საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინები გააჩინა. გულწრფელად, რომ გითხრათ მე სხვა ტიპის წერილს ველოდი. მეგონა, რომ უფრო მეტად ანალიტიკური იქნებოდა, თუმცა ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. მისი წერილი მიმოხილვითი ხასიათის უფრო იყო, დაწყებული 2011 წლიდან, დამთავრებული დღევანდელობის ჩათვლით. ახალი გზავნილები, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა არ ყოფილა. წერილში ბატონი ივანიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, თუ „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერს მხარს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებაო. ივანიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ცუდი იქნება. მაგრამ მგონია, რომ მთავარი სათქმელი სხვა რამე უნდა ყოფილიყო. წერილში უნდა შემოეთავაზებინა იმის ანალიზი თუ რა გაკეთდა და ასევე რა შეცდომები იყო დაშვებული, ან რისი გაკეთება ვერ მოახერხეს. როგორც ჩანს ივანიშვილიც გრძნობს, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი რიგზე ვერ არის, ამიტომ დააანონსა, რომ სექტემბერში ამის შესახებ დეტალურად გეტყვით ყველაფერს და მაშინ დავაზუსტებ რაღაც საკითხებსო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. მისი შეფასებით, საერთო განწყობაა, რომ ყველა საკითხი მასთან თანხმდება და ამ მხრივ წერილში არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა. „ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი რომ არის ამას არა მარტო ოპოზიცია, არამედ მოსახლეობაც ამბობს. საერთო განწყობაა, რომ ყველა საკითხი ივანიშვილთან თანხმდება. ეს გუშინაც ასე იყო, დღესაც ასეა და როგორც ჩანს ხვალაც ასე იქნება. მთავარი აქ ის არის, რომ ივანიშვილი ასეთივე სიტუაციაში ყოფნას აპირებს. საარჩევნო პერიოდში თუ ის გააქტიურდება და უშუალოდ შეხვდება ამომრჩეველს საინტერესეო იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ არა მხოლოდ ტელემიმართვებით იყოს საარჩევნო კამპანიაში ჩართული. ეს საინტერესო თავად მისთვის იქნება, რომ რეალობის აღქმა ჰქონდეს. ეს რეალობა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ეს თავად მას დაეხმარება“, - განუცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ექსპრესნიუსს“.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)