|
2016-05-04 19:37:25, 804 ნახვა
სხვადასხვა
TBILISI OPEN AIR 2016 საინფორმაციო მხარდამჭერი "ექსპრესნიუსი" იქნება
29, 30, 31 ივლისს, თბილისი რეგიონის მთავარ მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ლაინაფის მქონე ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის საზღვარზე ჩატარდება. TBILISI OPEN AIR 2016 საინფორმაციო მხარდამჭერი "ექსპრესნიუსი" იქნება. ერთ-ერთი სანდო და რეიტინგული მედიასაშუალების ლოგო განთავსდება TBILISI OPEN AIR 2016 საფრომოუშენო მასალებზე. ამასთან "ექსპრესნიუსი" დაარსებიდან 7 წლის იუბილესაც აღნიშნავს. TBILISI OPEN AIR-ის დებიუტი 2009 წელს შედგა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ათიათასობით ქართველი და უცხოელი მსმენელის მოძრავი მისამართია – ადგილი, სადაც მუსიკა ათავისუფლებს. 2016-ში მისამართი განსაკუთრებული იქნება, სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ფონს კი თორმეტი ქვეყნის 40-ზე მეტი გამორჩეული არტისტი შექმნის. ისინი დაუკრავენ არა ყველასთვის, არამედ თითოეულისთვის. ფესტივალის მასშტაბი იზრდება, მაგრამ ფასი მცირდება: 16 მაისამდე დღიური ბილეთი 35 ლარი, აბონემენტი 80 ლარი ეღირება, ხოლო ფესტივალის დასრულებამდე – ბილეთი 50, აბონემენტი 120 ლარი. TBILISI OPEN AIR-ის სალაროები 14 აპრილიდან იხსნება – სპორტის სასახლესთან, ასევე ონლაინ მისამართზე: tbilisiopenair.ge მუსიკა ათავისუფლებს - იხილეთ Tbilisi Open Air 2016 - Lineup Promo
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)