13:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 12:59:08, 339 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: ასეთი შეთანხმებები კრიზისის დარეგულირებას არ ეხმარება

"ასეთი შეთანხმებები კრიზისის დარეგულირებას არ ეხმარება",-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დღეს დაგეგმილ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.
მისივე თქმით, ევროკავშირი  მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
"რათქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ  თვალს მიმდინარე მოვლენებს, ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის და ასევე შესაძლო ხელშეკრულებას რუსეთსა და ცხინვალს შორის.  ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შეთანხმებები კრიზისის დარეგულირებას არ ეხმარება",-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთი დღეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია საუბარი.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი  სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics