16:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 12:19:46, 581 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

თბილისის ინტერპოლის და აჭარის საპატრულო პოლიციის სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 21.01.2010 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული მეჰმეთ ბარაკი დააკავეს.
უწყების ცნობით, მეჰმეთ ბარაკს ბრალად რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს ედება.
შსს-ს ინფორმაციით, მეჰმეთ ბარაკმა 2004 წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუქარესტში მდებარე საკუთარ ბინაში, ძალადობის გამოყენებით აიძულა დაზარალებული მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.
ამჟამად მეჰმეთ ბარაკი დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics