14:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 14:02:32, 2225 ნახვა

Lifestyle
ბრედ პიტი მეზობელ ქალს ხვდება

როგორც ჩანს ბრედ პიტის ყურადღება ამჯერად მუსიკოსმა ლიუკე ლიმ დაიმსახურა. ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ლი პიტის მეზობლად ცხოვრობს. წყვილს საზოგადოებაშიც ერთად ხედავენ-ამის შესახებ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ამერიკული ტაბლოიდი, მათ შორის  Deux Moi და The Sun აქვეყნებენ.

წარმოშობით შვედი მუსიკოსი ლუკე ლი, რომელსაც საზოგადოება ისეთი კომპოზიციებით იცნობს, როგორებიც I Follow Rivers და No Rest for the Wicked გახლავთ, ლოს ანჯელესში, ბრედ პიტის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ცხოვრობს. სავარაუდოდ ამ  მოცემულობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ წყვილმა რომანტიული ურთიერთობების დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ შენახვა შეძლო. 

"ბრედისთვის ეს მშვენიერი დამთხვევაა, რომ მისი შეყვარებული სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობს",-ამბობს გამოცემა  The Sun-ის წყარო.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს 6 თვეზე მეტია ხვდებიან. ლიუკე ლის მშობლიურ შვედეთში ტაბლოიდებმა ამ რომანზე შედარებით ადრე გაიგეს. 

ყვითელი პრესისთვის მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტმა და ლიუკე ლიმ, ჰოლივუდში ცნობილ იტალიურ რესტორან Mother Wolf-ში ერთად რომანტიულ ვახშამზე ნახეს. 

შვედ მუსიკოსთან ურთიერთობებამდე, ბრედ პიტს გერმანელ მოდელ ნიკოლ პოტურალსკისთან რომანზე წერდნენ, მაგრამ "ჭორები" არ გამართლდა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics