11:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 10:51:29, 618 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს

"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს",-ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი პროკურატურაში  იური ვაზაგაშვილის კუთვნილი ავტომობილის  დალუქვის პროცესს ესწრებიან.

"შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა.  ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ  იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს მისი საკუთარი შვილის საფლაზვე.მისი მართვის  ქვეშ მყოფი ავტომობილი დაილუქა და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს",-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს  ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics