03:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 09:51:27, 498 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას გამართავს

„ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“, - ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მარნეულში გამართავს.

მთავრობის მეთაური, ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ბიზნესმენებს შეხვდება და  ქვემო ქართლის ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრებს.

ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ეკონომიკურმა საბჭომ შეისწავლა ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა.

პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics