15:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:33:21, 844 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო ენმ-ს: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არც წელს და არც შარშან, შეფერხება არ ჰქონია

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არც წელს და არც შარშან არცერთი დღე არ ჰქონია შეფერხება“,-ასე გამოეხმაურა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“  ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტი დეფიციტურია და 80 მილიონი ლარის დამატება გახდება წლის ბოლომდე საჭირო.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება.

„თუ კი რაიმე მიზანმიმართულად ხდება, მიზანმიმართულად ხდება ასეთი  ტიპის განცხადებების  კეთება. შარშან მთელი წელი ვისმენდით ასეთ განცხადებას. რიგი ადამიანებისა  მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგები „შესაშური მოტივაციით“, სიჯიუტით და სიხშირით აჯღერებენ ამას. შარშანდელმა წელმა გაიარა. ვნახეთ, რომ არცერთი დღე არ გვქონია  შეფერხება, იგივე იქნება  წლევანდელ წელსაც. რაც შეეხება, კლინიკების დავალიანებას  მთელი ამ წლის განმავლობაში არამცთუ არ ყოფილა  ასეთი დავალიანებები, არამედ შეგახსენებთ, რომ შარშანწინ, როდესაც რიგ სადაზღვევო კომპანიებში, ერთ-ერთი სამწუხაროდ გაკოტრდა, მათი დავალიანებების გარკვეული მენეჯმენტი  სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. რადგანაც ჩვენი მოვალეობაა სამედიცინო მოვლის, სამედიცინო  დახმარების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics