|
2016-06-24 11:22:36, 916 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: საქართველოში რაგბის სახელმწიფოსგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს
თბილისი რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს 40-მდე ქვეყნიდან 75 დელეგატი ეწვია. მათ შორის, თბილისში იმყოფება რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუ. კონგრესის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინიტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, საქართველოში რაგბის სახელმწიფოსგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს. „გიორგი კვირიკაშვილმა განუხადა, რომ საქართველოში რაგბის კავშირის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი რაგბის ინფრასტრუქტურა აშენდა. პრემიერმა ამ პროცესში განსაკუთრებით ფონდ „ქართუს“ წვლილი აღნიშნა. „უდიდესი პატივია ვუმასპინძლოთ რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წაადგება რაგბის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. საქართველოში რაგბის უდიდესი მხარდაჭერა სახლემწიფოს მხრიდან წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერის და უფრო მეტად პატრიოტიზმის, რომელიც რაგბის მესვეურებმა გამოიჩინეს, შედეგია ის, რომ სპორტის ეს სახეობა ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა. ძალიან მნიშვნელოვანი რაგბის ინფრასტრუქტურა აშენდა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფონდი „ქართუს“ წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აშენებაში. 16 სტადიონის აშენება და რეაბილიტაცია მოხდა და 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. მინდა ყველაზე დიდი მადლობა ვუთხრა რაგბისტებს, რომლებმაც ურთულეს წლებში მოახერხეს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სახელით გასვლა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა, აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება უმაღლეს დონეზე გაუწიოს.
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)