22:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 18:14:49, 827 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: როგორც არ უნდა უნდოდეს ეს მავანს, მე და ომბუდსმენი ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით

"როგორც არ უნდა უნდოდეს ეს მავანს, გარკვეულ ძალებს, მე და ომბუდსმენი არავითარ შემთხვევაში ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით",- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის კრიტიკას, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმა ნელი ტემპით მიმდინარეობს.

"ომბუდსმენი  არის ჩვენი პარტნიორი რეფორმებში და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ვეთანხმები იმაში ომბუდსმენს, რომ მაგალითად, კარგი იქნება, თუკი პარლამენტი იპოვიდა საკუთარ თავში ძალას იმისთვის, რომ მომავალ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს მაინც შედგეს კვორუმი იმისათვის, რომ მესამე ტალღის მართლმსაჯულების რეფორმის მეორე მოსმენას ეყაროს კენჭი. კარგი ის არის, რომ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა რეფორმამ და პარლამენტში არამც თუ დაწყებულია ამ რეფორმაზე საუბარი, არამედ არის დასრულებული. ახლა მთავარია, პარლამენტმა შეძლოს კვორუმის მოგროვება და კენჭის ყრა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე, როგორც ეს მსურს მე, ბატონ უჩას და ნებისმიერ რეფორმატორ ძალას, მათ შორის " ქართულ ოცნებას" ამ ქვეყანაში, ეს კანონი შევიდეს ძალაში და შევძლოთ იმაზე ფიქრი, რომ საქმეები ვიღაცის ნება- სურვილით კიარ გადანაწილდეს, არამედ- სისტემის ელექტრონული ბრმად განაწილების წესით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics