21:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-27 16:02:39, 783 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: სახალხო პარტიის წარმომადგენელმა არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, დარწმუნებულია, საქართველო ზაფხულში ევროკავშირში  უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მიიღებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ  დაულიმ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ,  როგორც იყო გაცხადებული, ზაფხულში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სახალხო პარტიის სხვა წევრები ისე არ ფიქრობენ, როგორც ეს არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა,  ჯოზეფ დაულიმ  რუსთავი2-ს განუცხადა, რომ ევროპარლამენტში  ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics