16:43 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 18:49:32, 1310 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგა ბოკერია: ნათქვამია, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო

 „ილია ჭავჭავაძესაც აქვს ნათქვამი, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო. ზუსტად ეს არის ივანიშვილის გუნდის ლოზუნგი და დევიზი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა გიგა ბოკერიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული საბჭოს შექმნა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ივანიშვილის გუნდს საქმის კეთება არ შეუძლია. 

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის  უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისი, რომ ივანიშვილის გუნდს საქმის კეთება არ შეუძლია და იმის ნაცვლად, რომ რეალური საქმე აკეთოს ახალ კომისიებს ქმნის. საგარეო პოლიტიკის კოორდინირება არის მთელი მინისტრთა კაბინეტის საქმე,  ამისთვის არსებობს მინისტრთა კაბინეტი. რაც შეეხება  მეორე უშიშროების საბჭოს სექმნას,  რომ ის საბჭო რისთვისღა არის ?  ილია ჭავჭავაძესაც აქვს ნათქვამი, თუ საქმის გაფუჭება გინდა საბჭო უნდა შექმნაო.  ეს ივანიშვილის გუნდის ლოზუნგი და დევიზია“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში  საქართველოს საგარეო პოლიტიკის  უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. მინისტრებთან ერთად საბჭოს სხდომაში პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძეც მონაწილეობს. მისი განმარტებით, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო არ შექმნილა იმის გამო, რომ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პრობლემები აქვს. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ  საგარეო მიმართულებით, 2014 წელი ძალიან წარმატებული იყო და საბჭოს სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით  უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია მოხდეს.

ცნობისთვის,  საქართველოს საგარეო პოლიტიკის  უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საბჭო  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებს შეიმუშავებს  და კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის მოახდენს, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები.  ახლადშექმნილ საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics