2015-01-27 18:01:24, 1052 ნახვა
Lifestyle
ეკატერინე ყურშიტაშვილი: არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ
„არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ“, – ამის შესახებ მოქალაქე ეკატერინე ყურშიტაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
ყურშიტაშვილი მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს და აცხადებს, რომ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს.
ეკატერინე ყურშიტაშვილის შესახებ საზოგადოებისთვის რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყურშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან