18:24 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 14:07:40, 6010 ნახვა

Lifestyle
"არავინ ჩაეხუტა, ქეითი მას არც უყურებდა": მეგობრებმა მეგან მარკლის სამეფო ოჯახთან ბოლო შეხვედრაზე ისაუბრეს

 პრინც ჰარის და მეგან მარკლს სამეფო ოჯახის ტიტულებს და რეგალიებს ოფიციალურად 31 მარტს ჩამოართმევენ. მათ სასექსების ოჯახის მაღალი წოდება აღარ ექნებათ და ცხოვრებას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

მეგან მარკლის მეგობრებისგან ცნობილი გახდა, რომ მსახიობი სამეფო ოჯახზე ნაწყენია, რადგან ლონდონში ბოლო ვიზიტის დროს მას ძალიან ცივად დახვდნენ.

სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით საჯაროდ 9 მარტს გამოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მეგანმა მეგობრებს უამბო ის გარემოება, რომ სამეფო ოჯახი მას ძალიან ცივად მოექცა.

"შეხვედრაზე ყველა დაძაბული და აღელვებული იყო. მეგანს არავინ უახლოვდებოდა და ქეითი მას თვალს მუდმივად აშორებდა. გასაგები იყო, რომ ოჯახი მეგანის და ჰარის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მას (მეგანს) არ უნდა არჩის აღზრდა ოჯახში, სადაც ის სითბოს ვერ იგრძნობს. ის შექმნის გარემოს, სადაც გრძნობების გამოვლენის პრობლემა არავის ექმნება. ამ შეხვედრამ მეგანი მიღებული გადაწპვეტილების სისწორეში საბოლოოდ დაარწმუნა", - უთხრა Daily Mail-ს ინსაიდერმა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics