12:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 14:06:40, 720 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრად გადაყვანა, ძალიან სწორი ნაბიჯი იყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რეფორმირებული უწყების, შინაგან საქმეთა მინისტრად, გიორგი მღებრიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას  სწორს უწოდებს.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მღებრიშვილმა  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად მუშაობის პერიოდში, ყველა დაარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების სწრაფად და ეფექტურად გატარება შეუძლია.

"გოგას გადაყვანა ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. ბუნებრივია, სამინისტრო, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ მოკლე პერიოდში, რაც მინისტრი იყო, ვფიქრობ, ყველა დაარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების სწრაფად და ეფექტურად გატარება შეუძლია",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად, წლების განმავლობაში უფლებადამცველის,  კახა კახიშვილის, გადაყვანის გადაწყვეტილებას, ხიდაშელის თქმით, ეს ფაქტი  ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ ყალიბდება.

"კახიზე რა გითხრათ, მიკერძოებული ვიქნები,  რა თქმა უნდა, ჩემი ძველი კოლეგაა არასამთავრობო სექტორიდან და ასეთი ადამიანების ასეთ მნიშვნელოვან უწყებებში ხელმძღვანელებად მოსვლა, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ ყალიბდება",-აღნიშნა  თინა ხიდაშლმა "რუსთავი2"-თან საუბრისას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics