04:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-28 11:16:01, 639 ნახვა

საზოგადოება
მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივებმა საზღვართან სამხედრო სავალდებულო სამსახური, შესაძლოა, აღარ გაიარონ

მაღალ მთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრებმა  საქართველოს მოქალაქეებმა  სამხედრო სავალდებულო სამსახური სასაზღვრო ჯარებში შესაძლოა, აღარ გაიარონ.

ცვლილებას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც შესაბამისობაში მოდის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ კანონპროექტთან.

მოქმედი კანონის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში სამხედრო ვალდებულების მოხდის პრივილეგია ენიჭება აგრეთვე მაღალმთიანი რეგიონებიდან ბარში ჩასახლებულ მოსახლეობას. ცვლილების თანახმად, კი კანონიდან ეს ნორმაც იქნება ამოღებული.

ცნობისთვის, პარლამენტში დარეგისტრირდა, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.

კანონპროექტების ინიციატორია პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე. იმ შემთხვვევაში, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას დაამტკიცებს, კანონპროექტი ძალაში 2016 წლის 1 იანვიდან შევა ძალაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics