17:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 16:20:00, 668 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ქეისები განიხილა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ქეისების განხილვა გამართა, რომლის მთავრი მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა იყო.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, „ერთი ფანჯრის“ პროინციპი გულისხმობს პრობლემის არსიდან გამომდინარე განხილვაში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა.

„გუშინ განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 ქეისი. თითოეულ მათგანის პრობლემას ძირითადად სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა იყო. დეტალურად მოხდა თითოეული ბენეფიციარის ქეისის განხილვა, შედგა აზრთა შეჯერება და გამონახეს პრობლემის მოგვარების გზები.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბენეფიციარებზე აიღო პასუხისმგებლობა უშუამდგომლოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამ ოჯახების ხელახლა გადამოწმება და სტატუსის მინიჭება. გამგეობა უშუამდგომლებს სოფიკო შელიას რათა მის სამ შვილიან ოჯახს დაენიშნოს მარჩენალ დაკარგულის პენსია.

გამგეობამ ასევე აიღო ვალდებულება ბინის ქირით გადაიყვანოს ერთი ოჯახი, ხოლო ერთ ბენეფიციარს დაუნიშნეს მომვლელი. ერთ–ერთ ბენეფიციარზე მეურვეობა დაეკისრა გამგებლის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში. ასევე მოთხოვნის საფუძველზე გამგეობის მხრიდან დაკმაყოფილდებიან ძვირადღირებული მედიკამენტებით“, - აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.

„ერთი ფანჯრის“ პრინციპით გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა და მას მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, დევნილთა სამმართველოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორამციო ცენტრისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics