09:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 11:30:35, 491 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის ჯანდაცვის კომისიამ ბენეფიციარს წამლები პირადად გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ ბენეფციარს ძვირადღირებული მედიკამენტები შეუძინა და სახლში მიუტანა.

ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ჯანდაცვის კომისამ სხდომაზე კახათის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრს ნანა ლატარიას, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და ძვირადღიებული მედიკამენტების შეძენას ითხოვდა 500 ლარის ღირებულების მედიკამენტები შეუძინა და სახლში მიუტანა, რადგან ბენეფიციარი ვერ გადაადგილდება.

გამგებლის მოადგილისა და ჯანდაცვის კომისიის უფროსის გიზო სართანიას განმარტებით, ნანა ლატარიას ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო ამიტომ სოციალურმა კომისიამ შეუძინა მედიკამენტები და ბენეფიციარს პირადად გადასცა.

„ჩვენი ვალია თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და საჭიროების დროს ვაგრძნობინოთ რომ მათ გვერდითა ვართ“, – განაცხადა გიზო სართანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics