|
2015-07-20 12:23:53, 383 ნახვა
საზოგადოება
კონფერენცია „სიცოცხლის პირველი 1000 დღე“ დასრულდა
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის და კომპანია „Nestle“-ს ორგანიზებით ქ. ქობულეთში სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ 9 დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენცია „სიცოცხლის 1000 დღე“ მიმდინარეობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 200-ზე მეტი ექიმი ესწრებოდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერთიფიკატები გადეცათ. პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მანანა ფაღავა და პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების უფროსი ირმა შოთაძე ესწრებოდნენ. კონფერენციაზე განიხილებოდა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით, მომზადებული ექიმთა დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა “სიცოცხლის პირველი 1000 დღე”. სიცოცხლის პირველი 1000 დღე – როგორც უმნიშვნელოვანესი ეტაპი ნაყოფისა და ადრეული ასაკის ბავშვის ცხოვრებაში, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს მთელი სიცოცხლის განმავლობაში და განაპირობებს მრავალი დაავადების განვითარების თუ პრევენციის მიზეზს. ამასთან დაკავშირებით, ჯანმოს უახლესმა ასამბლეამ შემდგომი 20 წელი გამოაცხადა ჯანმრთელობის “პროგრამირების” წლებად და ხაზი გაუსვა სიცოცხლის პირველი 1000 დღის მნიშვნელობას. აღნიშნულ ასამბლეაზე ჯანმოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პლანეტის დაავადებების 80% შექცევადია. ამათი პრევენციის უმთავრეს საფუძველს კი სწორედ ჩასახვიდან პირველი 1000 დღე განსაზღვრავს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)