|
2015-07-18 12:27:24, 608 ნახვა
საზოგადოება
ხულოში ეკომიგრამტებისთვის 3 ხუთსართულიანი სოციალური სახლი შენდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალმმთიან ხულოში სოფელ ვაშლოვანში მალე სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდება, რომელიც სოციალურად დაუცველთათვის იქნება განკუთვნილი. რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სოციალური სახლების პროექტი ბოლო ორი წელია აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში მიმდინარე 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაკვეთით შენდება. უკვე დასრულებულია ორი ხუთსართულიანი კორპუსის მონტაჟი, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მშენებლობის პროცესშია მესამე კორპუსი. მშენებლობა 2015 წლის ნოემბრისათვის დასრულდება. ძირითად სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სხვადასხვა სამშენებლო ბრიგადების დამატების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 70-75 -მდე გაიზრდება. აჭარის მთავრობის თავმდომარემ დღესვე ერთერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, დიდაჭარა-ღორჯომის გზაზე ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. კეთილმოწყობით სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რომანაძემ და ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ მოინახულეს. ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარა-ღორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთზე 4 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარის კეთდება. ჩატარდა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო-7“. სამუშაოთა საერთო ღირებულება პროექტის მიხედვით შეადგენს 1 414 670 ლარს. გასულ წელს საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მოეწყო 2 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, რომლის საერთო ღირებულებამ 705 880 ლარი შეადგინა. "ეს არის პრობლემები, რომელიც წლების წინ უნდა მოგვარებულიყო . ეტაპობრივად ივყვებით და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს სოციალური პრობლემების მოსახსნელად. მომავალ წელს კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტის განსახორციელებლად არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. აშენდება და მოეწყობა რამდენიმე ბაღი და ადგილობრივებს მოეხსნება სკოლამდელი ასაკის ბავშვების პრობლემა. ასევე უპრეცენდენტო პროექტია დაბის წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც წლებია მოსახლეობას აწუხებს. 2015 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია 1 700 000 ლარი წყალმომარაგებისთვის. დასრულების შემდეგ დაბას და მიმდებარე სოფლებს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს იყო ჩვენი დაპირება აქაურებისთვის და შევასრულეთ. ასევე დავპირდით სოციალური სახლი, რომლის მშნებლობაც ნოემბერში დასრულდება. პირველ და მეორე ხარისხის ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან ამ კორპუსებში. პარალელურად ამ მიმართულებით მიმდინარე პრობლემებს ვაგვარებთ და სამომავლოდაც არაერთი გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ. მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებესების მიზნით რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა სისტემატურად მიმდინარეობს.
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)