2015-07-12 11:50:43, 734 ნახვა
საზოგადოება
„ცოცხალ რიგში“ მდგომ გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვის საშუალება არ ეძლევათ
სუპერთასის მატჩზე დასწრების მსურველები, ვაკის პარკში ისევ ორნაწილად არიან გაყოფილები.
ბილეთების გაყიდვა მხოლოდ სიის მიხედვით მიმდინარებს, „ცოცხალ რიგში“ მყოფებს კი, ამის საშუალება არ ეძლევათ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განუცხადა, ბილეთების მყიდველების მსურველებმა 100–მდე სია შეადგინეს. ამ სიის ამოწურვის შემდეგ, თუ ბილეთები დარჩება, მაშინ მათი ყიდვის საშუალება „ცოცხალ რიგში“ მდგომებსაც მიეცემათ.
ცნობისთვის, ვაკის პარკში შეკრებილი გულშემატკივრები სიებს 3 დღის განმავლობაში ადგენდნენ. „ცოცხალი რიგი“ კი, რამდენიმე საათის წინ შეიქმნა.
სალაროებთან, ბილეთების შესაძენად 50–50 კაციან ჯგუფებს უშვებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან