18:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 17:35:35, 723 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაზე განსაკუთრებული სიმამაცისათვის აღიარების სიგელით დაჯილდოვდა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მამა ილია კარტოზია, ზღვაზე გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის, დაჯილდოვდა აღიარების სიგელით (Certificate of Commendation).

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელის გადაცემის ცერემონია მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, საბჭოს 28-ე რიგგარეშე სესიის გახსნის დღეს შედგება.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს 114-ე სხდომის ფარგლებში გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმიცუმ სხდომას წარუდგინა საგანგებო კომისიის გადაწყვეტილება, ზღვაზე განსაკუთრებული სიმამაცისათვის 2015 წლის ჯილდოების მინიჭების (IMO Award for Exceptional Bravery at Sea 2015) გადაწყვეტილების შესახებ.

აღნიშნულ ჯილდოზე საქართველოს მიერ წარდგენილი იქნა ქართველი მღვდელი ილია კარტოზია, რომელიც დაიღუპა იტალიურ ბორანზე Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის დროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics