12:37 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:09:34, 857 ნახვა

კომენტარი
გიგლა აგულაშვილი: ასეთი მაპროვიცირებელი მოქმედებები ხშირად შორს მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად

„ასეთი მაპროვიცირებელი მოქმედებები ხშირად შორს მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად“,-ასე გამოეხმაურა გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აზერბაიჯანში „გაბალა“ - „დინამოს“ მატჩზე მომხდარ ინცინდენტს.

„ყველა სამსახურმა ვისაც ეს ხელეწიფება უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს. ამ ტიპის მაპროვოცირებელი მოქმედებები ხშირად შორს მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად. ვფიქრობ,  ჩვენმა შესაბამისა სამსახურებმა უმკაცრესი ზომები უნდა გაატარონ. ვფიქრობ, ანალოგიური და ადეკვატური მოქმედებები განხორციელდება აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდანაც“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ.

მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს  წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics