09:23 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 14:23:10, 540 ნახვა

საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ფრანგი ექსპერტები დადებითად აფასებენ

“C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც რეალურად შესაძლებელია დადებითი და კარგი შედეგების მიღწევა”, - ასე შეაფასა საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფრანგმა ჯანდაცვის ექპერტმა სტანისლას პოლიმ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო და პირველი შედეგებიც ცნობილია. პირველი 32 პაციენტიდან, რომლებმაც C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 14 მაისს მიიღეს, მათგან 23-ს სისხლში ჰეპატიტის ვირუსი აღარ უფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ 9 პაციენტს, მკურნალობის დაწყებამდე, რაოდენობრივი კვლევის შედეგად ვირუსის რაოდენობა სისხლში შედაგენდა 15 000 000-ს და მეტს. დღეის მდგომარეობით, ამ 9 პაციენტის რაოდენობრივი კვლევის შედეგები არ აღემატება 30 ერთეულს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ასევე შეაფასა ფრანგმა ექსპერტმა იაზდან იაზდანპანამ

 “ჯანდავის სამინისტროს არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სახით, ვინაიდან ამ დაავადების ტვირთი საქართველოში არის ძალიან მაღალი და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სისტემური განკურნებადი დაავადება. რასაკვირველია, ამ ეფექტური წამლების საშუალებით მოხდება ბევრი პაციენტის განკურნება და ზოგადად, ეს პროგრამა იქნება სასარგებლო ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და საქართველო ასრულებს ე.წ. სანიმუშო ქვეყნის ფუნქციას, მაგრამ, მომავლში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რომელიც საერთაშორისო ჭრილში აკვირდება ამ პროცესს. ეს პროგრამა პოლიტიკურ ნებაზეა დაფუძნებული და იქნება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობების საწინდარი“, - განაცხადა იაზდანპანამ.

როგორც ექსპერტი სტანისლას პოლი აცხადებს, პროგრამა საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ნებას და ძალიან აქტიურ ჩართულობას ეფუძნება.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელშიც რეალურად შესაძლებელია დადებითი და კარგი შედეგების მიღწევა. ყველა პაციენტის, მათ შორის, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მკურნალობაც. ეს არის რეალობა. ყველა პაციენტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ამისთვის აუცილებელია არამარტო ინდივიდუალურად მკურნალობა, არამედ სხვა პრევენციული და ინტერვენციული ზომებისა და სტრატეგიების განხორციელება. მაგალითად, ნემსებისა და შპრიცების პროგრამა. მათ შორის ოპიოიდების ჩანაცვლების თერაპია და სქრინინგის დონის ამაღლება. ამ სამი სტრატეგიის გამოყენებით შესაძლებელი იქნება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმების განხორციელება“, - განაცხადა სტანისლას პოლიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics