08:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 14:07:51, 563 ნახვა

საზოგადოება
ალბანეთის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროს გამოცდილებას ეცნობა

იუსტიციის სამინისტროში ალბანეთის დელეგაცია იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, ალბანეთის ინოვაციების სამინისტროს დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა გოჩა ლორთქიფანიძემ და მიხეილ სარჯველაძემ მიიღეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ საკანონმდებლო და მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმები გააცნეს.

დღესვე დელეგაციის სამუშაო ჯგუფის წევრები თბილისის იუსტიციის სახლსაც ეწვევიან, სადაც იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან და საჯარო სერვისების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

ხვალიდან დელეგაციის წევრები რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრებიან და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“  და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელმძღვანელობასაც შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

ალბანეთის 11-კაციანი დელეგაციის ვიზიტი ხუთდღიანია და ის 12 ივლისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics