13:34 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 16:38:35, 21276 ნახვა

სპორტი
რუსული სარაგბო კლუბი ქართველ მორაგბეებს კონტრაქტს აღარ უწყვეტს

რუსულ სარაგბო კლუბ „სლავა“-დან გარიცხული ქართველი მორაგბეები კლუბში დააბრუნეს, - ამის შესახებ ერთ-ერთი მორაგბე რეზი ბროძელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ჩარევის შედეგად გაუგებრობა გაირკვა და მორაგბეები კლუბში დარჩნენ.

„მადლობა ორივე მხარეს საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩდა რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო.

ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას. აღსანიშნავია რომ კლუბ სლავას ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით, დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტრრსებისთვის და გვერდში დგომისთვის!“, -  წერს მორაგბე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი  20 ივნისს განვითარებული მოვლენებისადმი სოლიდარების ჟესტის გამოხატვის გამო გაუწყვიტა.  რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ   ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics