08:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 18:36:28, 501 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საკლუბო თასების ტური ფოთიდან დაიწყო

ევროპის სუპერთასის ფინალის აღსანიშნავად, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში ევროპის საკლუბო თასების ტური ფოთიდან დაიწყო.

რუსთაველის რკალზე,  ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის წინ, სამი უმაღლესი ევროპული საფეხბურთო თასი - სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის თასები განთავსდა და ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ფოტოები გადაეღო.

შეკრებილ  საზოგადოებას საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ევროთასების საქართველოში მოგზაურობის ფოთიდან დაწყება სიმბოლურია, რადგან ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სამშობლოა.

ღონისძიებას  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია,  საფეხბურთო გუნდ "ფოთის კოლხეთის" წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ევროპის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის გათამაშების ფინალი გაიმართება, რომელშიც ესპანური კლუბები - „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics