23:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 16:47:43, 1755 ნახვა

საზოგადოება
გაციფრულებასთან დაკავშირებით ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორების რაოდენობა გასამმაგდა

გაციფრულებასთან დაკავშირებით ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელი ხაზის ოპერატორების რაოდენობა გასამმაგდა.
ინფორმაცია აგრეთვე ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურისა და კომერციული მულტიპლექს ოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზზეც. 
ცხელი ხაზის ნომრებია 1480;  2 2414 80;  2 251480; 2 9911 49;2 991041;2 991058;2 051212;2 399505. 
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელი ხაზი – 1480 24-საათიან რეჟიმში  მუშაობს, მოსახლეობა შეძლებს მიიღოს კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება.
ცნობისთვის, დღეს,  დილის 10.00 საათზე დაიწყო ანალოგური საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა.
საეთერო მაუწყებლობა მხოლოდ ციფრულ ფორმატში ვრცელდება თბილისში, საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულსა და რუსთავში, აგრეთვე გაითიშა გარდაბნის, მარნეულის, საგარეჯოს, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics