19:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 12:30:59, 488 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის სოფლების მოსახლეობისთვის, „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“ ფარგლებში, კონკურსი ჩატარდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სტეფანწმინდას სტუმრობდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“  გაიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა “კავკასიაში -საქართველო” 5 წლიან პროგრამას (2014-2019) წარმოადგენს, რომელიც   გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა მოიცავს ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს, რომლის მიზანია შერჩეული დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაზრდა და  მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.

უწყების ცნობით, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის კონკურსები  ჩატარდა. პროგრამის ეფექტური მართვისთვის შექმნილი რეგიონული მრჩეველთა საბჭოს მიერ შეირჩა შემდეგი თემატიკის კონკურსები.  კონკურსის მონაწილეებმა საპროექტო წინადადებები წერილობითი ფორმით წარადგინეს, სადაც  აღწერილი  იყო სოფლის/თემის პრობლემა, პროექტის მიზანი, საქმიანობები პრობლემის გადაწყვეტისთვის  და პროექტის  ღირებულება.

გამარჯვებულები ყაზბეგის მრჩეველთა საბჭომ და მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. წარმოდგენილი პროექტებიდან  4 საუკეთესოს  ფულადი  პრიზები გიგლა აგულაშვილმა გადასცა.  პირველი ადგილის მფლობელს პროექტის განხორციელებისთვის 15 000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასული  - 10 000 ლარით დაჯილდოვა. ფულადი ჯილდოები გადაეცათ ასევე  მესამე და მეოთხე ადგილის მფლობელებს. მათ შესაბამისად   8 500  და 7500 ლარი გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics